გავიარეთ მეშვიდე მოდული. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას, ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა. კითხვარი დავდეთ ბლოგზე.
Monday, August 10, 2015
დღე მეშვიდე.
ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე.განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება.განვიხილეთ თვითშეფასების რუბრიკა.ბლოგზე შევქმენით ფეიჯები.გავაკეთეთ ხარაჩო.
Friday, August 7, 2015
დღე მეექვსე:ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება. გავაკეთეთ გაკვეთილის მსვლსლობა სადაც თითოეული მიზნისათვის შევიტანეთ შესაბამისი აქტივობები და მათი შესაბამისი შეფასების მეთოდები.შევადგინეთ შეფასების რუბრიკა.
Thursday, August 6, 2015
დღე მეხუთე:გავეცანით მე 3 და მე 4მოდულებს.გავეცანით საავტორო უფლებებს.შევქმენით გამოყენებული ლიტერეტურის ნიმუში.
Wednesday, August 5, 2015
დღე მეოთხე:გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან
.,განმავითარებელი შეფასებები
შეფასების მიზანი:
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
პროგრესის მონიტორინგი
ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი შეფასება
შეფასების მიზანი:
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
თოთოეული მოდულისათვის შევარჩიეთ შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები(როგორ,რითი).გავაკეთეთ ცხრილი სადაც შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე დიაგრამა.
Saturday, August 1, 2015
დღე მესამე;ვიმუშავეთ მიზნების ჩამოწერაზე,მოვარგეთ ინდიკატორები და დავწერეთ სასწავლო მიზნები.განახლებული ბლუმის ტაქსონომია დაგვეხმარა რომ გაგვერკვია რომელი ინდიკატორი იყო მაღალი სააზროვნო უნარებზე გამსვლელი.გავეცანით მიმართულების მიმცემ სამ საკვანძო კითხვების სამ კატეგორიას.ჩვენი ინდიკატორები მოვარგეთ მიზნებს.